08 ოქტომბერი 2024,   19:02
ვრცლად
აფეთქება ტუნისში - დაღუპულია 12-მდე ადამიანი

ტუნისში აფეთქება ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა, სადაც პრეზიდენტის დაცვის წევრები თანამშრომლებს აგროვებდნენ.

გაურკვეველია, ბომბი ამოქმდდა, თუ სხვა რამ გამოიწვია აფეთქება.

ტუნისის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აფეთქების შედეგად, ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით 12 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

პრეზიდენტის წყაროს ცნობით, აფეთქება ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე თავდასხმამ გამოიწვია. თუმცა, დადასტურებული ინფორმაცია აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე არ არსებობს. 

ტუნისი ისლამური სახელმწიფოს სამიზნე ივნისში გახდა, როდესაც ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებმა მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა საკურორტო ქალაქ სოუსში, რა დროსაც 38 ადამიანი დაიღუპა.

 

დღის ამბები