08 ოქტომბერი 2024,   18:55
ვრცლად
ტუნისში ერთ თვიანი გლოვაა გამოცხადებული

აფეთქებას ტუნისში, არაოფიციალური მონაცემით, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დედაქალაქის ცენტრში, მთავარ ქუჩაზე პრეზიდენტის დაცვის წევრების ავტობუსი ააფეთქეს. არიან დაშავებულებიც.

ქვეყანაში ერთ თვიანი გლოვაა გამოცხადებული. ამის შესახებ ტუნისის პრეზიდენტმა საგანგებო ტელე მიმართვაში განაცხადა.

ტუნისი არაერთხელ გახდა ტერორისტების სამიზნე. ივნისში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თავს დაესხნენ ტურისტებით სავსე სანაპიროს და ცეცხლი გახსნეს. ტერაქტს 39 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები