08 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
"ისლამური სახელმწიფო წარმოადგენს საფრთხეს ყველა ჩვენგანისთვის" - ბარაკ ობამა

თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ესკალაციის ფონზე, პირველი განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონში, სადაც ერთმანეთს საფრანგეთის პრეზიდენტი და ბარაკ ობამა შეხვდნენ.

ობამას თქმით, თურქეთის მიერ სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ არ უნდა გამოიწვიოს რეგიონში მორიგი დაძაბულობა. მან მოსკოვს ყურადღების გადატანა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ ურჩია.

„თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ არ უნდა გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია რეგიონში. რუსეთის საჰაერო ოპერაცია თურქეთის საზღვართან ამ დრომდე ძალიან ახლოს მიმდინარეობდა. თუ რუსეთი საკუთარ ენერგიას მიმართავს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად, უფრო ნაკლები იქნება ასეთი კონფლიქტების და ესკალაციის შანსი. ისლამური სახელმწიფო წარმოადგენს საფრთხეს ყველა ჩვენგანისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტთან დღეს განვიხილეთ კოალიციის მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თავდასხმები ქვეყნის შიგნით,“ - განაცხდა ბარაკ ობამამ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მოიერიშეებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები