08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
რუსეთის გენშტაბი ადასტურებს, რომ სირიაში რუსულ ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

რუსეთის გენშტაბმა წუხელ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სირიის ტერიტორიაზე სუ-24 ტიპის თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებში ჩართული მი-8 ტიპის ვერტმფრენს მართლაც გაუხსნეს ცეცხლი. შედეგად ერთი მედესანტეა დაღუპული.

გენშტაბის განცხადებით, ამჯერად სირიის ამბოხებულებმა ისროლეს. სირიელი მეამბოხეები ამ ფაქტის ამსახველ კადრებსაც აქვეყნებენ. ორი ვერტმფრენი, რომელიც სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდა იძულებული გახდა დაუყოვნებლივ დამჯდარიყო. ეკიპაჟი რუსულ ბაზაზეა გადაყვანილი, თუმცა ინციდენტის დროს ერთი სამხედრო გარდაიცვალა.

დღის ამბები