08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
კრემლი თურქეთის "პროვოკაციულ ქმედებებთან" დაკავშირებით ნატოსგან შეფასებებს ელოდება

კრემლი თურქეთის პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით ნატოსგან შეფასებებს ელოდება. ამის შესახებ, პუტინის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ეხო მასკვისთან განაცხადა.

პესკოვის თქმით, მოსკოვი თურქეთს სუ-24-ის ჩამოგდებისთვის სამხედრო რეაგირებით არ ემუქრება, თუმცა აფრთხილებს, რომ ამ ფაქტს მოჰყვება გარდაუვალი შედეგები. მომხდარის ფონზე რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე შეწყვიტა. თურქეთში ვიზიტი გადადო საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

სერგეი ლავროვის შეფასებით, დღეს თურქეთში ტერორიზმის საფრთხეები მაღალია და რუსეთის მოქალაქეებს იქ მოგზაურობისგან თავის შეკავებაც ურჩია. სწორედ ტერორიზმის საფრთხეების გამო მოითხოვს რუსეთის დუმა თურქეთთან ავია მიმოსვლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

„თურქეთის ტერიტორიიდან გაიზარდა ტერორისტული საფრთხე, ეს არ უკავშირდება დღეს მომხდარ ფაქტს. თუმცა საფრთხე არანაკლებია იმისა, რაც დღეს ეგვიპტეშია. ამიტომ ჩვენ მოქალაქეებს არ ვურჩევთ თურქეთში მოგზაურობას,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ვიცე სპიკერი ნიკოლაი ლევიჩევი თურქეთის ხელისუფლებას ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თურქეთის აეროპორტებში ტერაქტების დიდი რისკი არსებობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები