08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
"ზომებს მივიღებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად," - სერგეი რუდსკოი

თურქეთის მხარის მიერ რუსული თვითმფრინავის სუ24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაადასტურა, რომ ჩამოგდებული ბომბდამშენის მეორე პილოტი ცოცხალია და ის სირიაში რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა.

„ყველა ჩვენი იერში განხორციელდება გამანადგურებლების მხარდაჭერით. ზომებს მივიღებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. კრეისერი მოსკოვი აღჭურვილი იქნება ფორტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ის დარჩება ლატაკიის რეგიონთან,“ - განაცხადა სერგეი რუდსკოიმ.

რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ ოფიციალური მოსკოვი სირიაში ეს 300 და ეს 400 ტიპის სარაკეტო სისტემების განლაგებას გეგმავს.

დღის ამბები