08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
"ბომბდამშენი რომ რუსეთს ეკუთვნოდა, მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ გაირკვა,"- თურქეთის პრეზიდენტი

"ნურავინ ელის ჩვენგან გაჩუმებას,"- ეს განცხადება გუშინ თურქეთის მიერ რუსული სუ 24-ის ჩამოგდების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ მისი სახელმწიფო საზღვრებს იცავს. 

"როდესაც ჩვენს საზღვრებზე უსაფრთხოება გამუდმებით ირღვევა, როდესაც ილახება ჩვენი ლეგიტიმური უფლებები და დამოუკიდებლობა არ ვაპირებთ ამ ინციდენტის გამო ვითარების ესკალაციას. ჩვენ მხოლოდ ვიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას და საზღვრებს. თვითმფრინავის ნაწილები ჩვენს სასაზღვრო ზონაშიც ჩამოვარდა და ჩვენი ორი მოქალაქე დაშავდა. ბომბდამშენი რომ რუსეთს ეკუთვნოდა, მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ გაირკვა,"- აცხადებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. 

 

დღის ამბები