08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
რუსეთი თურქეთს უპირისპირდება, აძლიერებს თავდაცვით სისტემებს და წყვეტს კავშირებს

მოსკოვი პასუხისთვის ემზადება. სირიაში უკვე გადასროლილია ეს-300 ტიპის სარაკეტო დანადგარები. რუსეთი რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემებს აძლიერებს.

ბომბდამშენები კი თავდასხმებს მხოლოდ მოიერიშე თვითმფრინავების თანხლებით განახორციელებენ.

პარალელურად ჰაერს რუსეთი სარაკეტო კრეისერიდან გააკონტროლებს, რომელიც ლატაკიასთან არის დისლოცირებული.

მოსკოვში აცხადებენ, რომ თურქეთთან ომს არ აპირებენ, თუმცა კრემლი ბომბდამშენის ჩამოგდებას უპასუხოდ არ დატოვებს.

თურქეთთან უკვე გაწყვეტილია სამხედრო კავშირი, შეჩერებულია ბიზნეს პროექტები. უმსხვილესმა რუსულმა ტუროპერატორებმა პროტესტის ნიშნად თურქეთის კურორტებზე ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.

მოსკოვში კი თურქულ კომპანიებს და ქვეყნის საელჩოს არბევენ. თურქეთი NATO-ს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ავტორი: თეა თეთრაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები