08 ოქტომბერი 2024,   18:55
ვრცლად
ნატოს გენერალური მდივანი ევროპის უსაფრთხოების წესების გადახედვის ინიციატივით გამოდის

რუსული სუ 24-ის ჩამოგდების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი ევროპის უსაფრთხოების წესების გადახედვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ასოშიეითედ პრესთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების წესები ევროპაში უკვე მოძველდა და მომხდარიც სწორედ ამის მანიშნებელია. სტოლტენბერგი ამბობს, რომ შექმნილი ვითარება არ უნდა შეფასდეს, როგორც ახალი ცივი ომი.

პარალელურად, სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ევროკავშრის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შორის. მათ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობასა და სირიის კრიზისის მოგვარებას გაუსვეს ხაზი.

დღის ამბები