08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
ვაშინგტონი გააგრძელებს ბრძოლას "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერაყსა და სირიაში, ვიდრე ის მთლიანად არ განადგურდება- ბარაკ ობამა

შეერთებული შტატების მიმართ ამჟამად ტერორისტული საფრთხეები არ არსებობს - აცხადებს ბარაკ ობამა. მისი თქმით, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს ტერაქტების აღსაკვეთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ და ვაშინგტონი გააგრძელებს ბრძოლას "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერაყსა და სირიაში, ვიდრე ის მთლიანად არ განადგურდება.

ობამას განცხადება მოახლოებულ მადლიერების დღის დღესასწაულს უკავშირდება, რომლის დროსაც ტრადიციულად ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნის მასშტაბით, დღესასწაულის საკუთარ ოჯახებში შესახვედრად.

"ადამიანები წუხან საკუთარი უსაფრთხოების გამო, მით უმეტეს პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ. თუმცა, ასეთი საფრთხეები შეერთებული შტატების მიმართ ამჟამად არ არსებობს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების კუთხით, შეერთებული შტატები აპირებს გაააქტიუროს სამხედრო ოპერაცია ერაყსა და სირიაში და უფრო მეტი კოორდინაცია დაამყაროს მოკავშირეებთან. შესაბამისი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია საფრანგეთის პრეზიდენტთან," - აღნიშნა ბარაკ ობამამ. 

დღის ამბები