08 ოქტომბერი 2024,   18:58
ვრცლად
ბარაკ ობამამ ინდაური შეიწყალა

საგანგებო მიმართვის შემდეგ, ბარაკ ობამამ, მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებით, ინდაურები შეიწყალა.

ცერემონია, ტრადიციულად, თეთრი სახლის ეზოში გაიმართა. მას პრეზიდენტის ქალიშვილებიც ესწრებოდნენ. წელს ბარაკ ობამამ ორი ინდაური შეიწყალა, რომლებსაც ქალაქ ლიზბურგის ისტორიულ ფერმაში გაგზავნიან.

მადლიერების დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ოჯახმა უსახლკარო ვეტერანებსაც უმასპინძლა. დღესასწაულზე შეერთებულ შტატებში უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი.

მათ შორის ყველაზე მასშტაბური ნიუ-იორკის აღლუმი იქნება, თუმცა ყველა ღონისძიება გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ჩაივლის.

დღის ამბები