08 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
ავიაკატასტროფა რუსეთში - 25 მგზავრიდან 10 ცხედარი იპოვეს

ავიაკატასტროფა რუსეთში. ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 25 ადამიანი იმყოფებოდა, კრასნოიარსკის რაიონში ჩამოვარდა.

მედია 15 დაღუპულის შესახებ წერდა, თუმცა რუსეთის პროკურატურა ამ დროისთვის 10 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს, დანარჩენი 15 კი, უწყების ცნობით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვერტმფრენი აეროპორტიდან 2 კილომეტრში, მდინარის პირას ჩამოვარდა, მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით კრასნოიარსკის ოლქში 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღის ამბები