08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
ISIS-მა მისი მტერი ქვეყნების სია გამოაქვეყნა

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო (ISIS) საკუთარი მტრების სიას აქვეყნებს. ამის შესახებ საუბარია მებრძოლების მიერ გავრცელებულ ახალ ვიდეორგოლში.

4-წუთიან ჩანაწერში ისლამისტები მათ წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო გაერთიანებას ეშმაკების კოალიციას უწოდებენ.

ვიდეორგოლში ნაჩვენებია ფოტოც, რომელზეც 60 ქვეყნის დროშაა ასახული.

ისლამისტების მტკიცებით, ისინი გლობალურ კამპანიაში მონაწილეობენ. ამერიკის, კანადისა და საფრანგეთის ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და მოლდოვაც, ასევე პოლონეთი, კორეა, შვედეთი, მაკედონია, ესპანეთი და შვეიცარია. 

ISIS-ის მტრების სიაში საქართველო ნახსენები არ არის. 

დღის ამბები