08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
„ამ დრომდე არ გვესმის აშკარა ბოდიში თურქეთის უმაღლესი სამხედრო პოლიტიკური დონიდან," - ვლადიმერ პუტინი

„ამ დრომდე არ გვესმის არც აშკარა ბოდიში თურქეთის უმაღლესი სამხედრო პოლიტიკური დონიდან, არც წინადადება ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით,“ - რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ანკარისგან ბოდიშის მოხდას ელის.

ამ საკითზე რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრისას ისაუბრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ თურქეთს რუსეთთან ურთიერთობა განზრახ შეჰყავს ჩიხში.

"ვერაფრით ვხსნით, მოღალატეობრივ დარტყმებს ზურგში მათი მხრიდან, ვინც პარტნიორად და მოკავშირედ მიგვაჩნდა ანტიტერორისტულ ბრძოლაში. ამ დრომდე არ გვესმის არც აშკარა ბოდიში თურქეთის უმაღლესი სამხედრო პოლიტიკური დონიდან, არც წინადადება ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არც დაპირება დამნაშავეების დასჯის თაობაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თურქეთის ხელისუფლებას განზრახ შეჰყავს რუსეთ–თურქეთის ურთიერთობა ჩიხში. ვწუხვართ ამის გამო,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, თურქი სამხედროები ისევე მოიქცევიან, როგორც სუ 24–ის შემთხვევაში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები