08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
"ვერ დაველოდებით პოლიტიკურ ცვლილებებს, ჩვენ ახლა უნდა დავარტყათ ტერორისტებს შუაგულში," - დევიდ კემერონი

დიდმა ბრიტანეთმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააძლიეროს - განცხადება ამის შესახებ დევიდ კამერონმა საკანონმდებლო ორგანოში გამართული დებატების დროს გააკეთა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანა ისედაც არის ისლამისტების სამიზნე, ამიტომ ერთადერთი გზა მოსალოდნელი საფრთხის აღსაკვეთად მოქმედება და ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე იერიშების მიტანაა.

„თუ ჩვენ გვჯერა, რომ მოქმედებას შეუძლია დაგვეხმაროს თავდაცვაში, მაშინ ჩვენც, მოკავშირეებთან ერთად, ამ მოქმედების ნაწილი უნდა ვიყოთ და არა გვერდზე გავდგეთ. ამ მორალიდან გამომდინარე ისმის ფუნდამენტური შეკითხვა: თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, აბა როდის? ჩვენს უსაფრთხოებას მართლაც ემუქრება საფრთხე. ვერ დაველოდებით პოლიტიკურ ცვლილებებს, ჩვენ ახლა უნდა დავარტყათ ტერორისტებს შუაგულში. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ღირებულებების დაცვის ერთგული იყო. ჩვენ ახლაც იგივე უნდა გავაკეთოთ,“ - განაცხადა დევიდ კემერონმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები