ორბელიანის მოედანზე ამ დროისთვის აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. მათ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს.
ადგილზე რჩება სპეცდანიშნულების რაზმი.
თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეხანძრეებმა ის ბარიკადი ჩააქრეს, რომელსაც ბოლო რამდენიმე საათი ცეცხლი ეკიდა.
ცნობისთვის, ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ გამოიყენა ე.წ. გაზის კაფსულები და წყლის ჭავლი. ადგილზე მოქალაქეებმა ბარიკადების სახით განალაგეს სხვადასხვა ნივთები - სკამები და მაგიდები. ასევე, დაწვეს ადგილზე არსებული ინვენტარი.