08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
დაძაბულობა ოფიციალურ მოსკოვსა და ანკარას შორის - ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ბოდიშის მოხდას სთხოვენ

თურქეთის მოიერიშეების მიერ სუ 24–ის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვი სირიაში დამატებით 12 სამხედრო თვითმფრინავს აგზავნის. მათი მთავარი ამოცანა ავიაიერიშების დროს, რუსული ბომბდამშენების დაცვის უზრუნველყოფა იქნება.

ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ანკარისგან ბოდიშის მოხდასაც ელის.

რუს კოლეგას უკვე უპასუხა თურქეთის პირველმა პირმა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ბოდიში მას აქვს მოსახდელი, ვინც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

თურქეთის ლიდერმა დღეს ასადის რეჟიმი და მისი მხარდამჭერი რუსეთი ისლამური სახელმწიფოს დაფინანსებაშიც დაადანაშაულა.

"ჩვენ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ ჩვენი საზღვრების დარღვევის ფაქტზე. დაეშის უდიდესი მხარდამჭერი ასადის რეჟიმია. ამბობენ, რომ თურქეთი დაეშისგან ყიდულობს ნავთობს. ასეთი ბრალდება კომპეტენტური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წაგვიყენეს. გრცხვენოდეთ, დაეშის დაფინანსებისა და შეიარაღების წყარო ნათელია, მაგრამ თუ მაინც ეძებთ ასეთებს, პირველი ეჭვმიტანილი ასადის რეჟიმი და მისი მხარდამჭერი ქვეყნები უნდა იყვნენ,“ - აცხადებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

კრემლი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო თურქეთის დასჯის პირობას დებს. რუსეთის პრემიერმინისტრმა მთავრობას ეკონომიკურ სანქციების შემუშავება ორი დღის ვადაში დაავალა.

"მთავრობას დაევალა, რომ შეიმუშაოს რეაგირების ზომები ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თურქეთის აგრესიის საპასუხოდ,“ - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთი თურქეთთან თანამშრომლობას ტურიზმის სფეროშიც წყვეტს.

ავტორები: ნინო დვალიშვილი, გიორგი ბოჟაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები