08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტი სირიის კრიზისის გადაჭრის გზად პრეზიდენტ ასადის გადადგომას მიიჩნევს

ფრანსუა ოლანდი სირიის კრიზისის გადაჭრის გზად პრეზიდენტ ასადის გადადგომას მიიჩნევს. ეს განცხადება ფრანსუა ოლანდმა მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც ის ვაშინგტონში ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა.

ორი ქვეყნის ლიდერმა ტერორიზმის წინააღმდგე ბრძოლის გააქტიურებაზეც ისაუბრეს.

"სირიაში პოლიტიკური ცვლილებების მოსახდენად აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლება ჩაიბაროს ეროვნული ერთობის დამოუკიდებელმა მთავრობამ. ამ გარდაქმნამ კი ქვეყანა უნდა მიიყვანოს არჩევნებამდე, სადაც ეროვნული უმცირესობაც მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება საფრანგეთს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სირიის სამომავლო გეგმებში პრეზიდენტი ასადი არ უნდა მოიაზრებოდეს," - აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

დღის ამბები