08 ოქტომბერი 2024,   18:55
ვრცლად
დაპირისპირებას აზერბაიჯანში სამართალდამცველებსა და დაჯგუფების წევრებს შორის- დაღუპულია 6 ადამიანი

6 ადამიანი ემსხვერპლა სამართალდამცველებსა და დაჯგუფების წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას აზერბაიჯანში, ბაქოდან 25 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტში. გარდაცვლილთაგან 2 პოლიციელია. დაკავებულია 14 ადამიანი.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯგუფება, რომელიც "მუსლიმური ერთობის მოძრაობის" სახელითაა ცნობილი, რადიკალ ისლამისტებს წარმოადგენდნენ და ქვეყანაში ტერაქტებისა და მასობრივი არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.

კავკასიის მუსლიმთა ოფისი კი აცხადებს რომ დაჯგუფების საქმიანობა რელიგიასთან არავითარ კავშირში არ არის და ისინი კრიმინალები არიან.

დღის ამბები