08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტები დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტები დააკავეს, რომლებმაც ხელისუფლება ისლამური სახელმწიფოსთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულეს. სტატია ამ თემაზე გამოცემა რესპუბლიკამ ზაფხულში გამოაქვეყნა.

მასში ნათქვამია, რომ 2014 წელს ქალაქ ადანაში დაზვერვამ სირიისკენ მიმავალი სატვირთო მანქანები შეამოწმა. ოფიციალური ინფორმაციით, მანქანებში თურქმენებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება იყო, თუმცა ჟურნალისტებმა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ამ გზით ძალოვანებმა ტერორისტებს იარაღი მიაწოდეს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტებს ცილის წამებისთვის უჩივლა. სტატიის ავტორებს ტერორისტებთან კავშირი და ჯაშუშობა ედებათ ბრალად.

დღის ამბები