08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
პარიზში 13 ნოემბრის თავდასხმების დროს დაღუპულებს იხსენებენ

პარიზში 13 ნოემბრის თავდასხმების დროს დაღუპულებს იხსენებენ. ათასამდე ადამიანი შეიკრიბა ინვალიდების სასახლეში, სადაც ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს და დაღუპულების გვარები წაიკითხეს.

ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უძღვებოდა. მან ინვალიდების სასახლის ეზოში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ტერორისტების განადგურებას დაპირდა.

პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საკუთარი სახლებიდან ქვეყნის ეროვნული დროშები გადმოფინონ.

დღის ამბები