08 ოქტომბერი 2024,   18:50
ვრცლად
სროლა კოლორადოში - დაღუპულია 3 ადამიანი

კოლორადოს შტატში მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, აქედან ორი სამოქალაქო პირი, ერთი კი პოლიციის ოფიცერია. სროლის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს, რომლის თანახმად, თავდამსხმელი დაკავებულია.

მედიის ინფორმაციით, პარასკევს საღამოს, კოლორადოს შტატის ქალაქ კოლორადო-სპრინგსში, მამაკაცი ოჯახის დაგეგმარების ცენტრში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ სროლა 5 საათს გაგრძელდა, რის შემდეგ თავდასხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თავდამსხმელმა შენობაში ჩანთები შეიტანა, რომელშიც, შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს.

დღის ამბები