08 ოქტომბერი 2024,   18:50
ვრცლად
22-მეტრიანი ნაძვის ხე და 518 838 მოციმციმე ნათურა - ავსტრალიამ რეკორდი მოხსნა

ავსტრალია საახალწლო ნაძვის ხის განათებით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. კანბერას ცენტრალურ მოედანზე აღმართული ხელოვნური ნაძვის ხე 518 838 მოციმციმე ნათურითაა გაფორმებული.

22-მეტრიანი ნაძვის ხის განათების ჩართვის ცერემონიას ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

ავსტრალიამდე მსოფლიო რეკორდსმენი 36-მეტრიანი იაპონური ნაძვის ხე იყო, რომელსაც 370 ათასზე მეტი ნათურა ალამაზებდა.

დღის ამბები