08 ოქტომბერი 2024,   18:58
ვრცლად
ტერაქტი ავღანეთის დედაქალქში

თავდასხმა მოხდა ავღანეთის დედაქალაქში. თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე ავღანეთის საარჩევნო კომისიის წევრი გახდა. მან თავი მაღალჩინოსნის მანქანასთან აიფეთქა.

საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი თავდასხმას გადაურჩა, თუმცა დაიღუპა მისი მძღოლი. აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, გამოძიება ვარაუდობს, რომ ის თალიბანის მებრძოლებმა მოაწყვეს.

დღის ამბები