08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
თურქეთში ცნობილი ქურთი ადვოკატი მოკლეს

თურქეთში ცნობილი ქურთი ადვოკატი მოკლეს. თავდასხმა დიარბაქირში მოხდა, როდესაც მშვიდობიანი მსვლელობის შემდეგ ტაჰირ ელჩი მედიისთვის განცხადებას აკეთებდა.

იურისტის გარდა, სროლის შედეგად ერთი პოლიციელიც დაიღუპა, 11 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის ორი ჟურნალისტიც.

ელჩი თურქეთის პრეზიდენტის საწინააღმდეგო განცხადებებითა და ქურთთა მუშათა პარტიის მხარდაჭერით გამოირჩეოდა.

მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

დღის ამბები