08 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
მალიში თავდასხმას გაეროს ორი მშვიდობისმყოფელი შეეწირა

მალიში გაეროს მშვიდობისმყოფელებს დაესხნენ თავს. უცნობმა პირებმა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

შედეგად გაეროს ორი მშვიდობისმყოფელი და ერთი სამოქალაქო კონტრაქტორი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. დაღუპული თანამშრომლები გვინეის მოქალაქეები არიან.

მალიში მასშტაბური თავდასხმა ერთი კვირის წინაც მოხდა. შეიარაღებული პირები მაშინ ქვეყნის დედაქალაქში, სასტუმროში შეიჭრნენ და 19 ადამიანი მოკლეს. 

დღის ამბები