08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა

რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი ვლადიმერ პუტინმა. პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა იმპორტზე შეზღუდვები დაწესდება მთავრობამ ორშაბათს უნდა წარადგინოს.

თურქეთის მიერ რუსული მოიერიშეს ჩამოგდებას კრემლში კიდევ ერთხელ უწოდეს ღალატი და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურეცედენტო ვითარებაა შექმნილი.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმედს გამოტქვამს, რომ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინს პირისპირ დაელაპარაკება, როდესაც ორივე ლიდერი პარიზში კლიმატის სამიტში მონაწილეობისთვის ჩავა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა უწყებამ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებსაგან თავის შეკავება ურჩია.

ანკარაში განაცხადეს, რომ მზად არიან რუსულ მხარეს სუ 24–ის პილოტის ცხედარი გადასცენ. ოლეგ პეშკოვს ანკარაში დღეს გადაასვენებენ. აეროდრომზე მას თურქეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები დახვდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები