08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
ეგვიპტეში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ეგვიპტეში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები იმ ტერორისტებს ეძებენ, რომლებმაც თავდასხმა გიზაში მოაწყვეს.

ორმა შეიარაღებულმა პირმა საგუშაგოსთან ცეცხლი გახსნა და 4 პოლიციელი მოკლა. თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელებმა მოკლული ძალოვანების ჯავშან-ჟილეტები და იარაღი წაიღეს და ადგილიდან საკუთარი მანქანით მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ტერაქტი ადგილობრივი ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე დაჯგუფებამ მოაწყო.

დღის ამბები