08 ოქტომბერი 2024,   19:02
ვრცლად
პარიზში კლიმატის კონფერენცია იხსნება

კლიმატის კონფერენცია პარიზში დღეს იხსნება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიმბოლური გასაღები უკვე გადასცა გაეროს კომისარს კლიმატის საკითხებში.

პარიზის ტერაქტების შემდეგ, ქვეყანა ასეთი მაღალი დონის ღონისძიებას პირველად მასპინძლობს, ამიტომ საფრანგეთის მასშტაბით უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომები მოქმედებს.

ორი ათასი სტუმრის დასაცავად, რომელთა შორის მსოფლიო ლიდერებიც იქნებიან, პარიზში ათასობით პოლიციელი და ჯარისკაცი გამოიყვანეს.

13 ნოემბრის შემდეგ საფრანგეთში მასობრივი შეკრებებიც აიკრძალა. გაუქმდა გარემოსდამცველების ტრადიციული მარშიც, თუმცა აქტივისტებმა ორიგინალურ მეთოდს მიმართეს და აქცია-პერფორმანსი მაინც გამართეს-რესპუბლიკის მოედანი ხალხის ნაცვლად ფეხსაცმელებით გაივსო.


დღის ამბები