08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის ტერაქტების დროს დაღუპულებს პატივს მიაგებს

საქართველოს პრემიერმინისტრს რამდენიმე საათში პარიზში ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი  საფრანგეთის პრეზიდენტის პერსონალური მიწვევით გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი თავდაპირველად პარიზში რესპუბლიკის მოედანზე 13 ნოემბერს დაღუპულებს მიაგებს პატივს.

კონფერენციაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით ხვალ გამოვა. დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც შეხვედრაზე მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

"საქართველომ აიღო გარკვეული ვადლებულებები, რომელიც შეასრულა. ხვალიდან გაიხსნება კონფერენცია პარიზში. კონფერენციაზე პრემიერი ხვალ  გამოვა სიტყვით სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად. ის ასევე, სხვა ოფიციალური დელეგაციის წევრებთან ერთად, მივა რესპუბლიკის მოედანზე და პატივს მიაგებს, ტერორისტული აქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას,"- განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონემ. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები