08 ოქტომბერი 2024,   18:55
ვრცლად
დაღესტანში ISIS-ის სამი ტერორისტი მოკლეს

ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა დაღესტანში. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა უწყების ინფრომაციით, სამართალდამცველებმა სამი ტერორისტი მოკლეს, რომლებსაც ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდათ კავშირი.

ძალოვანების ცნობით, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სირიიდან, სადაც ISIS-ის  მხარეს იბრძოდა.

ოპერაცია მთიან ხეობაში, ტყის მასივში ჩატარდა. ძალოვანებმა მათ სამალავს მიაკვლიეს და ალყაში მოაქციეს.

ოფიციალური პირების ინფრომაციით, მებრძოლებმა უარი თქვეს იარაღის დაყრაზე და ცეცხლი გახსნეს. საპასუხო სროლის შედეგად სამართალდამცველებმა სამივე მათგანი მოკლეს, ადგილზე კი დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

დღის ამბები