08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
ხმაური პარიზის ცენტრში-პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გაუშვა

ამ წუთებში პარიზში სამართალდამცველები გარემოსდამცველების არასანქცირებული მიტინგის დაშლას ცდილობენ. პოლიციამ რესპუბლიკის მოედაზე, ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

აქტივისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და იმ  გადაწყვეტილებას აპროტესტებენენ, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილებების ფორუმის პარალელურად, ქალაქში დემონსტრაციები აიკრძალა - ამის თავიდან ასაცილებლად კი ფრანგმა სამართალდამცველბმა გარემოს დაცვის რამდნეიმე აქტივისტი დროებით შინა პატიმრობაში აიყვანეს.

აქციის მონაწილეებს სურთ კლიმატის სამიტში მონაწილეობა მიიღონ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები ქვებს ისვრიან. პოლიციამ უკვე რამდენჯერმე გაუშვა ცრემლსადენი გაზი. 

 

დღის ამბები