08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
რუსეთმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია

თურქეთის შემდეგ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცეც დაარღვია.

განცხადება ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა რადიოინტერვიუს დროს გააკეთა.

მოშე ია–ალონის თქმით, რუსეთის საჰაერო ძალების მოიერიშე ისრაელის ტერიტორიაზე სირიის მხრიდან თითქმის ორი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ პილოტებს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცნობეს, მათ კურსი შეცვალეს და სირიისკენ გაბრუნდნენ.

ისრაელის გენშტაბში აცხადებენ, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა და რუსული თვითმფრინავები ისრაელის საზღვარს ხშირად კვეთენ.

სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელსა და რუსეთს შორის არსებობს შეთანხმება სირიის საკითხზე კოორდინირებული მუშაობის შესახებ, რაც სამხედროებს ინსტრუქტაჟის დაცვას ავალდებულებს.

 

 

 

დღის ამბები