08 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
ლონდონში მანჩესტერსა და გლაზგოში ტერორიზმის მაღალი საფრთხეა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მოსახლეობას ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. მაიკლ ფელონის განცხადებით, ISIS-ისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქები ლონდონი, მანჩესტერი და გლაზგოა.

მინისტრი ამბობს, რომ თავდასხმების საფრთხე საკმაოდ მაღალია. ფელონმა ბრიტანელებს ისიც განუმარტა, რომ ISIS-ის დამარცხება მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი და იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატებიც და მოსახლეობაც დევიდ კემერონის ახალ სტრატეგიას მხარს დაუჭერენ, რომელიც სირიაში იერიშების დაწყებას გულისხმობს.

დოკუმენტის განხილვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მომავალ კვირას იგეგმება. მანამდე კი ინიციატივის მოწინაღმდეგეებმა აქცია ლონდონში გამართეს. მომიტინგეებმა მთავრობას ერაყის ომი და მისი შედეგები შეახსენეს, როდესაც ლონდონში ტერაქტების სერია მოხდა. აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ კოალიციაში ჩართვის შემთხვევაში ISIS ბრიტანეთზე შურს იძიებს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები