08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
თურქეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას 2016 წლის ოქტომბრიდან შეძლებენ

თურქეთმა ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის ზუსტი ვადა და გარანტიები მიიღო. შესაბამის დოკუმენტს ბრიუსელის სამიტზე მოეწერა ხელი. თურქეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას 2016 წლის ოქტომბრიდან შეძლებენ.

ევროკავშირი 2 წლის განმავლობაში სირიელი მიგრანტების კრიზისის გასამკლავებლად ანკარას 3 მილიარდი ევროს დახმარებასაც გადაურიცხავს. სანაცვლოდ კი თურქეთი მიგრანტების ტალღის შეკავებას უზრუნველყოფს.

ქვეყნის პრემიერის აჰმად დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთი ევროპული ქვეყანაა და მან ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლება, რეგიონში არსებული დაძაბულობის მიუხედავად მაინც მოიპოვა.

დღის ამბები