08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
მიგრანტების ბანაკში მომხდარი ჩხუბის გამო გერმანიის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

რამდენიმე ადამიანი დააკავა გერმანიის პოლიციამ მიგრანტების ბანაკში მომხდარი ჩხუბის გამო. დაშავებულია 3 მიგრანტი. უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

მოგვიანებით, ბერლინის კიდევ ერთ ლტოლვილთა ბანაკშიც დაიძაბა ვითარება, სადაც მიგრანტებმა შენობების შუშები ჩაამსხვრიეს. ადგილზე 100-მდე პოლიციელის მობილიზება გახდა საჭირო.

მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე კი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად 25 კილომეტრიანი მეტალის კონსტრუქციების მშენებლობა განახლდა. პროცესი ერთი დღის წინ მომხდარი არეულობის გამო დროებით შეჩერდა, როცა არალეგალებმა ძალის გამოყენებით სცადეს საზღვრის გადაკვეთა. ამჟამად მაკედონიის საზღვარზე სიმშვიდეა.

დღის ამბები