07 აგვისტო 2026,   13:26
ვრცლად
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ცნობილი ქართველი მხატვრის, თემო ჯაფარიძის 5 ფერწერული ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ცნობილი ქართველი მხატვრის, თემო ჯაფარიძის 5 ფერწერული ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა. ისინი მუზეუმს მხატვრის შვილმა, ლელა ჯაფარიძემ გადასცა. ნახატები იმ 14 ფერწერულ ნამუშევარს შორისაა, რომელიც, ბოლო 34 წლის განმავლობაში ქალაქ ნანტში, ლიტერატორისა და მთარგმნელის, პროფესორ გასტონ ბუაჩიძის ოჯახში ინახებოდა.

წელს კი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს დაუბრუნდა.

"მადლობა, პირველ რიგში, თემო ჯაფარიძის ოჯახს - მის მეუღლესა და ქალიშვილს, რომლებმაც შემოგვთავაზეს რომ 90-იან წლებში საფრანგეთში დარჩენილი ბევრი ნამუშევარი, რომელიც პრაქტიკულად, შეიძლება თქვას, რომ საქართველოსთვის დაკარგული იყო, ახლა დაბრუნდა. მადლობა გასტონ ბუაჩიძის ოჯახსაც, რომელმაც ეს ყველაფერი საფრანგეთში, ქალაქ ნანტში შეინახა და გადაარჩინა", - აღნიშნა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ. 

დღის ამბები