08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
თურქეთმა სირიის საზღვართან ჩამოგდებული ბომბდამშენის პილოტის ცხედარი რუსულ მხარეს გადასცა

თურქეთმა სირიის საზღვართან ჩამოგდებული ბომბდამშენის პილოტის ცხედარი რუსულ მხარეს გადასცა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ოლეგ პეშკოვის ცხედარი იყო, ანკარიდან მოსკოვში დღეს დილით გაემგზავრა. სიკვდილის შემდეგ პეშკოვს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს.

გასულ კვირას მომხდარი ინციდენტის გამო რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. ოფიციალურმა მოსკოვმა ანკარასთან სამხედრო კონტაქტის გაწვეტის, უვიზო მიმოსვლის გაუქმებისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები