08 ოქტომბერი 2024,   18:59
ვრცლად
თურქეთი თვლის, რომ მათი ნაბიჯი სწორი იყო და ბოდიშს არ მოიხდის

სუ 24–ის ჩამოგდების გამო თურქეთი რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას გამორიცხავს.

განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.

აჰმედ დავითოღლუს თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა თურქეთის ხელისუფლების ვალდებულებაა.

NATO-ს წევრი ქვეყნების სახელით ანკარის უფლებას, რომ თავი დაიცვას, პრესკონფერენციაზე მხარდაჭერა გამოუცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც.

 

 

 

დღის ამბები