03 აგვისტო 2026,   03:14
ვრცლად
თბილისის ვოკალისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსი ხვალ იწყება

თბილისის ვოკალისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსი ხვალიდან იწყება. ღონისძიებაში, რომელიც სამ ტურად წარიმართება, მონაწილეობას მიიღებს 41 ახალგაზრდა. ისინი მსოფლიოს 22 ქვეყნის 300 კონკურსანტს შორის შეარჩიეს. მათ საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.

ფინალისტები, 8 ნოემბერს, მაყურებლის წინაშე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრთან ერთად წარსდგებიან. 

"ოპერა ქრაუნის მოლოდინშია უკვე მეოთხედ ჩვენი ქალაქი. ვულოცავ ამას ოპერის თეატრს და პირველ რიგში, ბადრი მაისურაძეს, იმიტომ, რომ ამ წამოწყებას 4 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და 300-ზე მეტი აპლიკანტი ჰყავდათ, წელს უბრალოდ გაამკაცრეს პირობები და 22 ქვეყნიდან ჩამოვლენ ახალგაზრდები და მე იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ჟიურიც და მათ შორის, ბატონი ბადრიც ყველა გზას მიმართავენ იმისთვის, რომ ახალგაზრდა ხელოვანებს კიდევ გაუხსნან არაერთი მსოფლიო სცენისკენ გზა", - აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.

დღის ამბები