28 ნოემბერი 2026,   14:53
ვრცლად
ლიზა გეგეჭკორი: ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით - ცოტნე ივანიშვილმა თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია

ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით. ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ცოტნე ივანიშვილმა, გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია. გეგეჭკორი აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი - როცა ქვეყნის სიყვარულს მომავალი თაობის ინტელექტში ჩადებული რეალური საქმით ამტკიცებ, რაც ივანიშვილების ოჯახისგან ვერავის გაუკვირდება.

"წელიწადში 35-დან 42 ათას დოლარამდე - ზუსტად ამდენი ღირს სწავლა აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ტოპ-11 უნივერსიტეტში. დღეიდან კი ნიჭიერი ქართველი მოსწავლეებისთვის ეს უზარმაზარი ფინანსური ბარიერი აღარ არსებობს!
ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით:

* ვის შეუძლია მონაწილეობა: წელს მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს განსაკუთრებული წესით, მომავალი წლიდან კი კონკურსში მე-11 და მე-12 კლასელებიც ჩაერთვებიან.

* მთავარი კრიტერიუმები: მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა და ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული შედეგები.

* დაფინანსება: სწავლის სრულ ღირებულებას თავად უნივერსიტეტი და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ფარავენ.

ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას. როგორც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, სწორედ ცოტნეს აკადემიურმა გამოცდილებამ და უშუალო შუამავლობამ ჩაუყარა საფუძველი ამ ისტორიულ თანამშრომლობას - ცოტნემ თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია.

აი, ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი - როცა ქვეყნის სიყვარულს ცარიელი ლოზუნგებით კი არა, მომავალი თაობის ინტელექტში ჩადებული რეალური საქმით ამტკიცებ, რაც ივანიშვილების ოჯახისგან ძალიანაც რომ მოინდომოს ვერავის გაუკვირდება. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ნასწავლი თითოეული ქართველი, ხვალ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარების პირდაპირი გარანტიაა!" - წერს ლიზა გეგეჭკორი.

დღის ამბები