28 ნოემბერი 2026,   14:53
ვრცლად
გიორგი ვოლსკი: რუსეთის მიერ დაკავებული პოზიცია არათუ აძლიერებს ოპოზიციას, არამედ კიდევ ერთ, დამატებით არგუმენტს აძლევს, ილაპარაკოს იმაზე, რომ ხელისუფლებაზე შეტევის დროა

მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის მოსკოვიდან და შეზღუდვები, რომელსაც არგუმენტი არ გააჩნია - მინსკში გამართულ შეხვედრაზე, რუსული მხარის მიერ გაჟღერებული პოზიციები მმართველი გუნდისთვის გაუგებარია.

"ქართულ ოცნებაში" კითხვებს ბადებს რუსეთის გზავნილები, ერთი მხრივ, ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირება, მეორე მხრივ კი, უნივერსიტეტების დაძმობილების ინიციატივა.

კანონმდებლების განცხადებით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი - ხომ არ ემსახურება ეს დამოკიდებულება ქართული ოპოზიციის გამოფხიზლებასა და რეინკარნაციას.

"რუსეთის მიერ დაკავებული პოზიცია არათუ აძლიერებს ოპოზიციას, არამედ კიდევ ერთ დამატებით არგუმენტს აძლევს ილაპარაკოს იმის თაობაზე, რომ აი, ახლა სწორედ დროა, შევუტიოთ ხელისუფლებას და როგორმე მოვარყიოთ ჩვენი ქვეყანა. აბსოლუტურად არაადეკვატურია, ერთი მხრივ, ქართულ კომპანიებს შეუტიო უარგუმენტოდ, რაზეც იმედი გვაქვს, რომ გადახედილი იქნება გადაწყვეტილება, და, მეორე მხრივ, იყოს შემოთავაზება, რომ გაცვლითი პროგრამები ჩატარდეს განათლების სფეროში.

გაცილებით უფრო მეტი ჩაფიქრება გვმართებს, როდესაც ეს დამოკიდებულება ასე ატაცებული აქვს ჩვენს ე.წ. ოპოზიციას, კონკრეტულად, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას," რომლის ლიდერი აცხადებს, რომ სწორედაც რუსეთი იყო ის მხარე, რომელმაც განაპირობა მისი საქართველოში გაპრეზიდენტება," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები