07 აგვისტო 2026,   13:11
ვრცლად
სასამართლომ ლადო წიბახაშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლადო წიბახაშვილის პროცესი დასრულდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, გზის გადაკეტვას ედავებოდა.

სასამართლომ წიბახაშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ მანანა ჯავაშვილსა და აზა ჩილაჩავას, რომელსაც შინაგან საქმე სამინისტრო აქციის გამართვისთვის დადგენილი წესების დარღვევას ედავებოდა.

ჩილაჩავა დროებითი მოთავსების იზოლატორს 2 საათში დატოვებს.

დღის ამბები