საპატრულო პოლიციამ თბილისში 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე.
სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 19-260-ე კვარტა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.