15 აგვისტო 2026,   17:12
ვრცლად
საქართველოში ესტონეთის ელჩი ამიერიდან მუშაობას სომხეთში განაგრძობს - ახალი ელჩის დანიშვნამდე კი, საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს

საქართველოში ესტონეთის ელჩი ამიერიდან მუშაობას სომხეთში განაგრძობს. ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ესტონეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 11 თებერვალს ელჩს შეატყობინა, რომ ის საქმიანობას 10 მარტს დაასრულებს და ელჩად სომხეთში გადავა. ქვეყნის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ესტონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსამართლო დამოკიდებულება არ უკვირთ და ელჩი საქართველოში იქნება თუ არა, ეს არაფერს შეცვლის.

დღის ამბები