07 ივნისი 2026,   14:39
ვრცლად
მსოფლიოში კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი გამოწვევაა, მნიშვნელოვანია სწორად იმართოს ნარჩენები, ეს მნიშვნელოვანი მდგენელია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით - დავით სონღულაშვილმა "ნულოვანი ნარჩენის" ფორუმში მიიღო მონაწილეობა

დავით სონღულაშვილმა, სტამბოლში, მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების საკითხებზე მინისტერიალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება "ნულოვანი ნარჩენის" ფორუმის ფარგლებში ჩატარდა. მინისტერიალში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დელეგაციის 1600 წარმომადგენელი მონაწილეობდა. აქცენტი გაკეთდა ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების როლზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ღონისძიებაზე განხილული იყო ბევრი საინტერესო საკითხი, რომელიც გლობალური გამოწვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

"დღეს, როდესაც მსოფლიოში კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი გამოწვევა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორად იმართოს ნარჩენები, მოხდეს ნარჩენების მდგრადი მართვა, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ზუსტად ამ თემას ეძღვნებოდა დღევანდელი მინისტერიალი, განხილული იყო ბევრი საინტერესო საკითხი, რომელიც, გლობალური გამოწვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები