თბილისის შემდეგ, პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრმა რეგიონებში გასვლა დაიწყო. მასპინძელი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრია.
ნოსტალგია, იუმორი და თავგადასავლები, სპექტაკლი "იქაური აქაურები" ოთხი ემიგრანტის ცხოვრებაზეა. საათნახევრიანმა წარმოდგენამ თელავში სრული ანშლაგით ჩაიარა. კახეთის გარდა, სპექტაკლები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.