08 ივნისი 2026,   13:15
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის - "რუსთავის" კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის - "რუსთავის"კონცერტი გაიმართა.

ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამითა და სამოსით წარდგა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.

პროექტი ქართული ფოლკლორის თანამედროვე ფორმებით წარმოჩენას ისახავს მიზნად, თუმცა დაცულია ანზორ ერქომაიშვილის მიერ დამკვიდრებული პრინციპები - ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური სიზუსტე, მაღალი სასცენო კულტურა და ტრადიციისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.

ღონისძიების დამდგმელი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, დამდგმელი მხატვარი - თამარ ფოცხიშვილი იყო. საღამოს კულტურის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები