08 ივნისი 2026,   14:09
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი "ჩენდლერის ინსტიტუტის" ანგარიშზე: საქართველო უმეტესი კრიტერიუმებით უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინასა და მოლდოვაზე

სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით, საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, - მონაცემებს "ჩენდლერის ისტიტუტი" 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს.

სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ 18 სახელმწიფოს. ინდექსი ფასდება 5 კრიტერიუმით: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის ხარისხი, მმართველობის გამჭვირვალობა და მმართველობითი რეგულაციები.

თემასთან დაკავშირებით ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან ბევრი კრიტერიუმით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს და ეს ფაქტია.

"როდესაც საქმე მიდგება ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებაზე, საქართველო, არა მხოლოდ კარგ ფორმაშია, არამედ უმეტესი კრიტერიუმებით, უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას, აღარაფერი რომ არ ვთქვათ უკრაინასა და მოლდოვაზე - ეს არის უტყუარი ფაქტი.

რასაც ჩვენ ბრიუსელი და რამდენიმე ევროპული დედაქალაქი გვასაღებს, ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარების სურვილი. დეზინფორმაცია, რომელიც იხარშება ბრიუსელში, შემდეგ გადმოედინება პროპაგანდისტული ნიაღვარით საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მათ შორის, საქართველოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები