ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას მმართველ გუნდში აფასებენ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ახლა წარუმატებელ საქმიანობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
"ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, ფაქტობრივად, დაკარგეს პოლიტიკური პარტიის სახე. ეს სახე მათ დაკარგეს ამ წლების განმავლობაში. ყოველ ჯერზე უპირისპირდებოდნენ ქვეყნის ინტერესებს, კონსტიტუციას, არჩევნებს, დემოკრატიას, ამიტომ მათ ეს მოჯადოებული წრე რომ ვერ გაარღვიეს და ამ დაპირისპირების შედეგი რომ ვერ დადეს, ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთმანეთს ადანაშაულებენ თავის ამ ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული საქმიანობის წარუმატებლობაში, ამიტომ ეს დაპირისპირება შეუქცევადი ხასიათისაა.
სრული დემორალიზაცია რომ არის სახეზე ეს ფაქტი. დესტრუქცია, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ, თავად ისინი შეჭამა. რომელ ერთობაზეა საუბარი, ან საზოგადოებრივის ნდობის რომელ მაღალ ხარისხზე, ძნელი წარმოსადგენია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.